საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ [ფოტო, ვიდეო]
22:00, 02.07.2024
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა დაიწყო.
გულშემატკივართა ნაწილი ფეხბურთელებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან დახვდა, ნაწილი კი თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა, სადაც საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გერმანიიდან დღეს დილით დაბრუნდა. ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ეფექტურად გამოსვლის შემდეგ, სამშობლოში თბილისის დროით 09:15 საათზე ჩამოფრინდა. აეროპორტში ნაკრებს უამრავი გულშემატკივარი დახვდა, რომელმაც დროშების ფრიალითა და მადლობის შეძახილით გუნდი აეროპორტის ტერიტორიიდან გააცილა.