საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდა [ვიდეო]
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდა, სადაც დახვედრის ღონისძიება იმართება.
გულშემატკივართა ნაწილი ფეხბურთელებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან დახვდა, ნაწილი კი თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გერმანიიდან დღეს დილით დაბრუნდა. ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ეფექტურად გამოსვლის შემდეგ, სამშობლოში თბილისის დროით 09:15 საათზე ჩამოფრინდა. აეროპორტში ნაკრებს უამრავი გულშემატკივარი დახვდა, რომელმაც დროშების ფრიალითა და მადლობის შეძახილით გუნდი აეროპორტის ტერიტორიიდან გააცილა.