ცნობილი იყო, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ორ ამხანაგურ შეხვედრას ზაფხულში გამართავდა.
ფეხბურთის ფედერაციამ გუნდის მზადების გეგმები დღეს გამოაქვეყნა. ვლადიმირ ვაისის გუნდი 26 მაისიდან ავსტრიის დაბა ბედჰარინგში შეიკრიბება, სადაც საწვრთნელი პროცესის ძირითად ეტაპს გაივლის. ამხანაგურ მატჩში მალტას საქართველოს ნაკრები სწორედ ავსტრიაში, 1-ელ ივნისს შეხვდება.
ავსტრიიდან საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგში გადაინაცვლებს. 5 ივნისს მეორე ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ჩაატარებს.
უეფა-ს ერთა ლიგის პირველი გათამაშება მიმდინარე წლის 6 სექტემბერს იწყება. ერთა ლიგის გათამაშება ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩით გაიხსნება.