საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები პარლამენტს მიმართავენ
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი საქართველოს ეროვნული პლატფორმა საქართველოს პარლამენტს მიმართავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრს, მიუკერძოებელ და პრინციპულ უფლებადამცველს, ია მამალაძეს.
„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში, მრავალი გამოწვევის წინაშეა. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმა არაერთგზის ამახვილებდა ყურადღებას მაუწყებელთან დაკავშირებულ პრობლემებზე და განვითარების შესაძლებლობებზე.
პრობლემათა დასაძლევად, არსებითად მნიშვნელოვანია, მჭიდრო კავშირის განმტკიცება სამოქალაქო საზოგადოებასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის და ამ ჭრილში, განსაკუთრებულია მეურვეთა როლი.
ქალბატონი ია მამალაძე საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც მედიაპროფესიონალი, წარმატებული რეგიონული მედიაორგანიზაციის დამაარსებელი. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რეგიონული მედიის ასოციაციას და დღესაც მჭიდრო კავშირი აქვს მედიაორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქმიანობენ, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მას აქვს მედიის განვითარების ხელშემწყობი არაერთი საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელობის გამოცდილება, არის არაერთი მედიაკვლევისა და ჟურნალისტური სასწავლო მოდულის ავტორი.
ამიტომ, ეროვნული პლატფორმა დეპუტატების წინაშე წარადგენს ღირსეულ კანდიდატს ქალბატონ ია მამალაძეს, რომელმაც კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო კომისიისგანაც ერთსულოვანი აღიარება მოიპოვა.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
1. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი (JRC)
2. ლიბერალური აკადემია თბილისი (LAT)
3. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
4. თავისუფალი არჩევანი
5. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები- საქართველო
6. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
7. საქართველოს ასოციაცია ”ქალი და ბიზნესი”
8. საზოგადოებრივი დამცველი
9. ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო
10. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
11. მწვანე კავკასია
12. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია ”საქართველოს ჩაი”
13. ახალგაზრდული ალტერნატივა
14. სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
15. დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი
16. ფონდი “კავკასიის ეკოლოგია“
17. სტუდია „რე“
18. ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება
19. აფხაზეთი ჩემი სახლი
20. საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი
21. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია
22. მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია
23. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის
24. ევროპულ დემოკრატიული ცენტრი
25. მწვანე დედამიწა
26. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი
27. ჯანმრთელი სამყარო
28. ასოციაცია „ათინათი“
29. ასოციაცია – საზოგადოება განვითარებისათვის
30. საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი
31. ენერგოეფექტურობის ფონდი
32. ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები
33. სამოქალაქო განათლებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი
34. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი
35. ასოციაცია კავკასიის განვითარების ჯგუფი
36. ადამიანის უფლებათა ცენტრი
37. მრავალეროვანი საქართველო.