საქართველოს ეროვნული მუზეუმი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ხატვის ფესტივალით აღნიშნავს
საქართველოს ეროვნული მუზეუმი პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ხატვის ფესტივალით აღნიშნავს.
ეროვნული გალერეა უმასპინძლებს ქუჩის მხატვრობის (street art) ფესტივალს და ეროვნული გალერეის სტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას გალერეის ეზოში, ღია ცის ქვეშ.
საფესტივალო სივრცეში მონაწილეები იმუშავებენ სხვადასხვა ფორმატსა და მასალაში: საღებავითა და პასტელებით იმუშავებენ მიწაზე გაშლილ გრძელ პანოებსა და ასევე გალერეის ფასადზე დამაგრებულ დიდი ზომის პანოებზე. მონაწილეები დახატავენ იმ ნამუშევრების ინსპირაციით, რომლებიც ამჟამად ეროვნულ გალერეაშია წარმოდგენილი.