„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრები აცხადებენ, რომ ლონდონის ბაღში დღეს აქცია დაასრულეს
„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ ლონდონის ბაღში დღევანდელი აქცია დასრულდა, თუმცა ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებენ თუ არა დღეს რუსთაველის გამზირზე მისვლას, ორგანიზაციის ლიდერმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.
ამასთან, როგორც ორგანიზაციის ლიდერი ამბობს, ტერიტორიიდან გასვლის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს.
ამასთან, ლონდონის ბაღში შეკრებილების აზრი დღეს ორად გაიყო – პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ნაწილმა თავისუფლების მოედანზე წასვლა მოითხოვა, ლიდერმა კი მოუწოდა მომხრეებს, დღეს დაშლილიყვნენ და უფრო ორგანიზებულად ხვალ გაემართათ აქცია.
მათივე თქმით, თავისუფლების მოედნისკენ წასული ადამიანები აქციაში მონაწილეობდნენ, მაგრამ მათი ორგანიზაციის წევრები არ არიან.