საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსანიშნად საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი სიმბოლურად ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.

ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.