საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში ფულადი გზავნილები 21%-ით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში ფულადი გზავნილები 21%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 113.9 მლნ აშშ დოლარი, 280.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 21.0 პროცენტით (19.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.5 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 91.0 პროცენტი მოდიოდა. ევროკავშირის ქვეყნების ხუთეული, საიდანაც ყველაზე მეტი ფული იგზავნება საქართველოში ასეთია:

იტალია _ 14,1 მლნ აშშ დოლარი
საბერძნეთი _ 13,4 მლნ აშშ დოლარი
გერმანია _ 3,1 მლნ აშშ დოლარი
ესპანეთი _ 3,0 მლნ აშშ დოლარი
საფრანგეთი _ 1,4 მლნ აშშ დოლარი

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, ფულადი გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი – 33,4 მლნ აშშ დოლარით ლიდერობს, მას მოსდევს ისრაელი – 11,8 მლნ დოლარით, თურქეთი 9,9 მლნ დოლარით და ამერიკის შეერთებული შტატები 8,2 მლნ დოლარით.

2018 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.0 მლნ აშშ დოლარი (44.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 3,4 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2017 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.6 მლნ აშშ დოლარი (38.5 მლნ ლარი) გადაირიცხა.