საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია ფინეთში იმყოფება.
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი ფინელ კოლეგას, ჯუსი ნოურტევას შეხვდა. თეონა იაშვილი ფინეთის ეროვნული არქივის მუშაობას გაეცნო და საქართველოს შესახებ დაცული დოკუმენტების დედნები დაათვალიერა.
ფინეთში ვიზიტის ფარგლებში ფინეთის არქივიდან საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცა 1918-1919 წლებში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ენკელის პირად ფონდში დაცული დოკუმენტები, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოსა და ფინეთს შორის ურთიერთობებს ეხება. ასევე, ფინელ დიპლომატ ჰერმან გუმერუსის პირად ფონდში დაცული მიმოწერა საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლოს აღიარებაზე.
დელეგაცია საქართველოს ეროვნული არქივის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილების თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული. ისინი ფინეთის არქივის პრაქტიკას გაეცნობიან და და სასწავლო სემინარში მიიღებენ მონაწილეობენ.
ფინეთისა და საქართველოს ეროვნულ არქივებს შორის არსებობს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც არქივებმა დოკუმენტების ელექტრონული ასლები დღემდეც არაერთხელ გაცვალეს.