საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გია ბუღაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
გია ბუღაძის გამოფენას „Olim – ოდესღაც” დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეა უმასპინძლებს.
ექსპოზიციის სათაური „Olim“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „ოდესღაც“. სიტყვა შეიცავს დროის ორ მიმართებას როგორც წარსულისაკენ, ასევე მომავლისაკენ.
გამოფენაზე წარმოდგენილი გია ბუღაძის სერია „Olim – არის ნამუშევრების სერია,რომელიც შედგება 33 დამოუკიდებელი ნამუშევრისგან, რაც მთლიანობაში მიმართულია ერთი მასშტაბური და აქტუალური იდეისა თუ პრობლემის დასმისაკენ.
გამოფენა 11 აპრილამდე გასტანს.