საქართველოს ეროვნულ გალერეაში მხატვარ ფელიქს ვარლამიშვილის გამოფენა გაიხსნა
საქართველოს ეროვნულ გალერეაში მხატვარ ფელიქს ვარლამიშვილის გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ გალერეაში მხატვარ ფელიქს ვარლამიშვილის გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე თავმოყრილია მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცული 60-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი.

ფელიქს ვარლამიშვილი (ვარლა) XX საუკუნის 20-იან წლებში საფრანგეთში ემიგრირებული ქართველი მხატვარია. მხატვარი 1903 წელს ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1928 წელს კი გაემგზავრა საფრანგეთში. მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა იმ პერიოდისათვის ცნობილ გამოფენებსა და სალონებზე, როგორც საფრანგეთში, ასევე სხვა ქვეყანებში: არგენტინაში, ბელგიაში, იაპონიაში, აშშ-სა და ირანში.

ფელიქს ვარლამიშვილი ​1986 წელს პარიზში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.