საქართველოს ეროვნულ არქივს რეზო ესაძის საარქივო დოკუმენტები შეემატა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს რეჟისორ რეზო ესაძის შვილმა, მინდია ესაძემ მამის პირადი არქივი გადასცა. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
რეზო ესაძის ოჯახის გადაწყვეტილებით, ცნობილი კინოხელოვანის ფილმების, „ნეილონის ნაძვის ხის“, „ერთი ნახვით შეყვარების“ და „ჭერის“ კინოფირები, ფილმების გადასაღები მოედნის ფოტოები და ექსპერიმენტული სტუდიის, „დებიუტის“ საარქივო დოკუმენტები ამიერიდან ეროვნულ არქივში იქნება დაცული.
დოკუმენტების საარქივო წესით დამუშავების შემდეგ მასალა მკვლევართა დარბაზში იქნება ხელმისაწვდომი.