„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს
ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე თორნიკე რიჟვაძე „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორად დაინიშნა.
თანამშრომლებთან პირველ შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები რომეო მიქაუტაძე და გიორგი ჩიქოვანი, ასევე ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე.
რიჟვაძემ გუნდს სამომავლო გეგმები გააცნო და მათგან ფონდის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ენერგეტიკის სამინისტრომდე, რიჟვაძე კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ იურიდიული დირექტორი იყო. მას განათლება საქართველოსა და აშშ-ის უნივერსიტეტებში აქვს მიღებული, ფლობს ლონდონის სიტის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხს.
„საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელად დაინიშნა.