ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფოს პრეზიდენტმა ევო მორალესმა საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი მიიღო. ქართველმა დიპლომატმა მორალესს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საქართველოსა და ბოლივიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1998 წლის 20 ნოემბერს დამყარდა.
რაც შეეხება დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ბოლივიას არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში განლაგებული საელჩო ფარავს.