საქართველოს ელჩი - საქართველო ირანთან ურთიერთმომგებიანი ვაჭრობისკენ მიისწრაფის
საქართველო ირანთან ურთიერთმომგებიანი ვაჭრობისკენ მიისწრაფის, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშომლობის მზარდი შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ირანული მედიის ცნობით, ამის შესახებ თეირანში საქართველოს ელჩმა, იოსებ ჩახვაშვილმა განაცხადა.
„ირანელ ინვესტორებს შეუძლიათ, საქართველოში დააფუძნონ ინდუსტრიული ერთეულები და ქარხნები. იქიდან კი, თავიანთი პროდუქცია ევროპასა და ჩინეთში, ყოველგვარი ტარიფის გარეშე გაიტანონ “, – განაცხადა იოსებ ჩახვაშვილმა.