საქართველოს დრიფტის სერიები 2021-ის პირველი ეტაპი ნოდო კოდუას გამარჯვებით დასრულდა #1TVSPORT
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, დრიფტში საქართველოს ჩემპიონატი ორ სხვადსხვა კლასში ჩატარდა. ღონისძიებაში პრო PRO და PRO2 ავტომრბოლელების უპრეცედენტო რაოდენობა (52 დრიფტერი) მონაწილეობდა.
შეჯიბრების განმავლობაში რამდენიმეჯერ შეიცვალა ამინდი. ამ ფაქტორმა ღონისძიებას მეტი დაძაბულობა, ინტერესი და სირთულე შესძინა, რადგან 32 არალიცენზირებული დრიფტერი პროფესიონალებს შორის ადგილის დასაკავებლად, ხოლო ლიცენზირებული 20 დრიფტერი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოდა.
პრო 2 კლასი
პირველი ადგილი – სიმონ გუნცაძე, მეორე ადგილი – ნიკა კაკიაშვილი მესამე ადგილი – ჯაბა სოროზანიშვილი.
დაძაბული და სანახაობრივი ბრძოლა გაიმართა პროფესიონალთა რიგებში. შეჯიბრების ერთ-ერთი ფავორიტი მონაწილეები, ნოდო კოდუა და ვახო ხურციძე ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ, სადაც ნოდო კოდუამ იმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა.
პრო კლასი
პირველი ადგილი – ნოდო კოდუა, მეორე ადგილი – ვახო ხურციძე, მესამე ადგილი – დავით ნუცუბიძე.