საქართველოს დღეს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა
საქართველოს დღეს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს დღეს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვენეციის კომისიის წევრი, ბარსელონას უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ჯოზეფ მარია კასტელა ადრეუ და ვენეციის კომისიის კონსტიტუციური მართლმსაჯულების განყოფილების ადმინისტრატორი ზია კაგა ტანიარი პირველ ოფიციალურ შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოში 11:00 საათზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან გამართავენ.

14:00 საათზე კი ვენეციის კომისიის დელეგაცია აუდიენციას საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პარლამენტში გამართავს.

ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოს დღესვე დატოვებს“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.