საქართველოს ვიზიტით დღეს შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა. ან ლინდე შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება როგორც ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, ასევე შვედეთთან, როგორც ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
აღსანიშნავია, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, საქართველო მიწვეული იქნა შვედეთის მთავრობის ახალი ინიციატივის „მეგობრები დემოკრატიის დასაცავად” ჯგუფში, როგორც წარმატებული რეფორმატორი ქვეყანა.