საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდა
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.