ლიეტუვის ქალაქების ისტორიული ობიექტები საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ლიეტუვის უდიდესი ქალაქების ისტორიული ობიექტები საქართველოს დროშის ფერებში განათდა, – ამის შესახებ ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამი.
„ლიეტუველები დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ლიეტუვის უდიდესი ქალაქების: ვილნიუსის, კაუნასისა და კლაიპედის ისტორიული ობიექტები საქართველოს დროშის ფერებით განათდა“, – ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.