საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა მამუკა ბახტაძეს მისალოცი წერილი გამოუგზავნა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისალოცი წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, წერილში საუბარია ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და საერთო ღირებულებებზე.
„წერილში ასევე საუბარია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და არის გამოხატული მადლიერება იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური გამოწვევის, კერძოდ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მხედველობაშია ის კონტრიბუცია, რომელიც შეგვაქვს აშშ-თან და ნატოელ პარტნიორებთან ერთად ავღანეთის მისიაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.