საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმოსვლა მხოლოდ ლაგოდეხისა და წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით არის შესაძლებელი
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმოსვლა მხოლოდ ლაგოდეხისა და წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით არის შესაძლებელი

საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობების მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით, დღეიდან ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მხოლოდ ორი – ლაგოდეხისა და წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მეშვეობით განხორციელდება. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, უცვლელი რჩება 14 მარტიდან დროებით დაწესებული რეჟიმი, რომლის თანახმადაც, ორივე მხარე მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას უზრუნველყოფს.

შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.