საქართველოს და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს
საქართველოს პარლამენტების თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ სობოტკამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დოკუმენტს საქართველოს პარლამენტში „დემოკრატიის ვორქშოპების“ დაფუძნების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, „დემოკრატიის ვორქშოპები“, რომელიც ავსტრიის პარლამენტში 2007 წლიდან ფუნქციონირებს, მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო განათლების წახალისებას, პოლიტიკისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ ინტერესის გაღვივებას, დემოკრატიული პრინციპებისა და პარლამენტის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
ხელმოწერილი დოკუმენტით, „დემოკრატიის ვორქშოპები“ დაფუძნდება და განხორციელდება ორივე პარლამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობით და ავსტრიის პარლამენტის მხარდაჭერით.