საქართველოს ცხრა მოქალაქე ავიაკომპანია „ვიზეარისგან“ და კვიპროსში საქართველოს საელჩოსგან დახმარებას ითხოვს
საქართველოს ცხრა მოქალაქე ავიაკომპანია „ვიზეარისგან“ და კვიპროსში საქართველოს საელჩოსგან დახმარებას ითხოვს

საქართველოს ცხრა მოქალაქე ავიაკომპანია „ვიზეარისგან“ და კვიპროსში საქართველოს საელჩოსგან დახმარებას ითხოვს. მგზავრები ქალაქ ლარნაკაში ჩარჩნენ. მიზეზი კი აეროპორტში შექმნილი შეფერხება გახდა.

მგზავრების ინფორმაციით, ისინი რეისზე აღარ დაუშვეს და მომდევნო რეისზე ახალი ბილეთის შეძენა შესთავაზეს.

საქართველოს მოქალაქეები ავიაკომპანიისა და აეროპორტის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ.

როგორც პირველ არხს ერთ-ერთმა მგზავრმა, სალომე შონიამ განუცხადა, ღამე ერთ-ერთ სასტუმროში გაათენეს და არ იციან, როდის შეძლებენ საქართველოში დაბრუნებას.