საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 24-26 დეკემბერს გაიმართება
საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 24-26 დეკემბერს გაიმართება

24-26 დეკემბერს, დიღომში, -ამერიკის საელჩოსთან მდებარე ფრენბურთის დარბაზ „ნიუთბილისში“ თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება. შეჯიბრი 10 წონით კატეგორიაში ჩატარდება. პირველ დღეს 57; 65; 74; 86 და 97 კგ წონითი კატეგორიის წინასწარი შეხვედრები გაიმართება, რომლებიც დილის 11:00-ზე დაიწყება. ამავე წონების ფინალური შეხვედრები კი სტარტს, მომდევნო დღეს – 17:00-იდან აიღებს. 25 დეკემბერსვე გაიმართება დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის (61; 70; 79; 92 და 125) წინასწარი შეხვედრები. ტურნირი 26 დეკემბერს, სწორედ ამ წონითი კატეგორიების ფინალური შეხვედრებით დასრულდება, რომლებიც 14:00-ზე დაიწყება.