საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში - პირველი დღის შედეგები (ფოტოამბავი)
საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში - პირველი დღის შედეგები (ფოტოამბავი)

დასრულდა ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი დღე, რომელშიც შეჯიბრი ორ წონით კატეგორიაში გაიმართა და აჭარელთა ბენეფისით დასრულდა. საქართველოს ამ ზღვისპირა რეგიონის წარმომადგენლებმა მთლიანობაში სამი მედალი – 1 ოქრო და 2 ვერცხლი მოიპოვეს. 56 კილოგრამამდე საუკეთესო ზაზა ფუტკარაძე გახდა, მეორე ადგილზე კი ზვიად ფუტკარაძე გავიდა, რაც შეეხება ბრინჯაოს, ის ხაშურელმა გიორგი ხარაზიშვილმა მოიპოვა.

62 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კი პირველ ადგილზე ქუთაისელი შოთა მიშველიძე გავიდა, ვერცხლი და ბრინჯაო კი შესაბამისად აჭარელმა რამინ შამილიშვილმა და საჩხერელმა გოდერძი ბერდელიძემ მოიპოვეს.