„ახალ თბილისში“ მდებარე ახალ ოლიმპიურ დარბაზში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. საუკეთესოს ტიტულისთვის სხვადასხვა წონით კატეგორიებში 80-მდე სპორტსმენი იბრძვის.
ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატის მეორე დღე გოგონების ასპარეზობით გაიხსნა. გაგაცნობთ შედეგებს, რომელიც სინკლერის სპეციალური ცხრილის მიხედვით გამოვლინდა – პირველი ადგილი სოფიო მუქათარიძე დაიკავა – ატაცი 75.78. აკვრა 93. ორჭიდი 171. მეორე ადგილზე ხათუნა ჯიმშელეიშვილი გავიდა – ატაცი 53.58.61. აკვრა 63.68.71. ორჭიდი 132. მესამე ადგილი კი თეონა ჟიჟილეიშვილს ერგო (დუშეთი) – ატაცი 68.71.73 აკვრა 87.93. ორჭიდი 166.
69 კილოგრამ წონაში ოქროს მედლები გათამაშდა. ორჭიდში პირველი ადგილი ზუგდიდელმა გოგა ჩხეიძემ დაიკავა, რომელმაც – ატაცში 130.134 კგ დაძლია, აკვრაში კი – 171 კგ. მეორე ადგილზე ვაჟა ქავთარაძე გავიდა, ხოლო მესამეზე – გურამ გიორბელიძე.
დღესვე ასპარეზობა გაიმართა 77 კილოგამ წონით კატეგორიაში. პირველი ადგილი საჩხერელ ირაკლი გაბრიჭიძეს ერგო (ატაცი 138.142 აკვრა 165. ორჭიდი 307), მეორე ადგილზე გიგი პატარაშვილი გავიდა (ატაცი 133.137 აკვრა 160 ორჭიდი 297), ბრინჯაოს მედალი კი ზუგდიდელმა ვახტანგ ვეკუამ მოიპოვა (ატაცი 134. აკვრა 160 ორჭიდი 294).
საქართველოს ჩემპიონატის მეორე დღე 85 და 94 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნებმა დაასრულეს. 85 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი რევაზ დავითაზემ დაიმსახურა (ატაცი 155. 162. აკვრა 185. ორჭიდი 347), ვერცხლი ნოდარ კაკაბაძემ (ატაცი 143. აკვრა 173. ორჭიდი 316), ხოლო ბრინჯაო ლომია თებიძემ დაისაკუთრა (ატაცი 132. 136. აკვრა 158. 164. 170. ორჭიდი 306).
94 კგ. წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო ანტონ პლესნოიმ (162.168.173. აკვრა 195.202. ორჭიდი 375), მას ორჭიდის ჯამში 62 კილოგრამით ჩამორჩა ზაზა ლომთაძე (ატაცი 132.136.140 აკვრა 165.173. ორჭიდი 313). მესამე ადგილი ირაკლი ჯალაღონიას ერგო (ატაცი 116. 125. აკვრა 140. 150. ორჭიდი 275)
მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ასპარეზობაში ხვალ, 22 სექტემბერს ჩაერთვება. ტურნირის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაკომპლექტდება, რომელიც 1 დან 10 ნოემბრის ჩათვლით აშხაბადში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.