საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით კონფერენცია იმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრებიც ესწრებიან
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით კონფერენცია იმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრებიც ესწრებიან

თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“ მიმდინარეობს.

კონფერენციის მსვლელობისას მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ეკონომიკის სექტორებს მიმოიხილავენ.

ამასთან, კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება ორი პანელური დისკუსია – პირველი, მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები და მეორე, სექტორული მიმოხილვა, სადაც საუბარი შეეხება ტრანსპორტსა და ლოგისტიკას, ტურიზმს, საცხოვრებელ უძრავ ქონებას, ასევე FMCG-ს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და განათლების სექტორებს. გაიმართება პანელური დისკუსიები.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრები.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებსა და ბიზნესსაზოგადოებას 2019-2023 წლების ინდექსის დინამიკას გააცნობს, რის საფუძველზეც შეფასდება ბიზნესის განწყობები და მოლოდინები.