„საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირი, ორ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს, ანკესსა და რუსეთის დროშას ითხოვს
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი, ორ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს, ანკესსა და რუსეთის დროშას ითხოვს. ამის შესახებ ვიდეოკადრებს ერთ-ერთი მძევალი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც მის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, თავდამსხმელი ერთ-ერთ მძევალს საკუთარ მოთხოვნებს აცნობს.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბანკის ფილიალში მძევლად რჩება 12 პირი.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.