„საქართველოს ბანკში“ არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ქობულეთში მათი ინკასატორი გაძარცვეს
„საქართველოს ბანკში“ არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ქობულეთში მათი ინკასატორი გაძარცვეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ბანკში განუცხადეს, მანქანა სხვა კომპანიას ეკუთვნის.
„ეს არ არის „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი ინკასაციის მანქანა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს. დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, მიმართოთ შსს-ს“, – განაცხადეს „საქართველოს ბანკში“.
ქობულეთში ერთ-ერთი კომპანიის ინკასატორი დღეს გაძარცვეს.