„საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელი - ვალუტის კურსის ცვლილებები მოლოდინებთან არის დაკავშირებული
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე აცხადებს, რომ ლარის კურსის მერყეობა მოლოდინებს უკავშირდება.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბარში კიკნაველიძემ ბოლო დღეებში ლარის გამყარების სავარაუდო მიზეზებზეც ისაუბრა.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცვლილებები ვალუტის კურსთან დაკავშირებით მოლოდინებთან არის დაკავშირებული. მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან რთულია პროგნოზირება, რა მიმართულებით წავა ლარის კურსი. მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც ჩამოდიან და ფულს დებენ ქართულ ეკონომიკაში, მათ შორის ლარის ფასიან ქაღალდებში. ეს უკვე ვნახეთ გასულ კვირას“, – აღნიშნა კიკნაველიძემ.