„საქართველოს ბანკი“ - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება იყოს დაცული
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის ყველაფერს აკეთებენ.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახურში განუცხადეს.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება იყოს დაცული“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
ყვარელში ბანკზე თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.