საქართველოს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ახალი ვიცე-პრეზიდენტი სტუმრობს
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ახალი ვიცე-პრეზიდენტი სინტია ჰუგერი ეწვია.
სინტია ჰუგერი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოში დაფინანსებულ პროექტებს გაეცნო. მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი ლაბორატორიები დაათვალიერა და სტუდენტებს შეხვდა.
„ვნახე ლაბორატორიები და შევხვდი სტუდენტებს, მათი უმრავლესობა საზღვარგარეთ სწავლობდა, თუმცა ძალიან მიხარია, რომ პროგრამის ფარგლებში საკუთარ ქვეყანაში სწავლა არჩიეს, დაბრუნდნენ და თავის განათლებას საკუთარ ქვეყანას ახმარენ“, – განაცხადა სინტია ჰუგერმა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სინტია ჰუგერი საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოში საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სექტორს 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტით აფინანსებს.