საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის ორგანიზებით, კონკურსის, „არქიტექტურული პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
თბილისში, საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის ორგანიზებით, კონკურსის, „არქიტექტურული პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. არქიტექტურული პრემია წელს 11 ნომინაციაში გაიცა.
კონკურსს, რომელიც დღეს მეჩვიდმეტედ გაიმართა, 200-მდე მონაწილე ჰყავდა.
როგორც კონკურსის ორგანიზატორმა, დიმიტრი მოსულიშვილმა განაცხადა, კონკურსი 2006 წლიდან ყოველწლიურად იმართება.
„ეს არის ელექტრონული კონკურსი, სადაც არქიტექტორების მიერ შესრულებული ნამუშევრები იტვირთება და საკმაოდ კომპეტენტური ჟიურის მიერ ხდება ნამუშევრების არჩევა“, – განაცხადა მოსულიშვილმა.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში მოქმედი არქიტექტორები და ამ მიმართულებით მომუშავე მოქალაქეები.