სეზონის დასრულების შემდეგ ქუთაისის “ტორპედოში” საკადრო სიახლეები ლამის ყოველდღიურად ხდება. საქართველოს საფეხბურთო ლიგის გამარჯვებულმა რამდენიმე მოთამაშესთან კონტრაქტი გააფორმა, რამდენიმე კი – გაუშვა.
ცნობილი გახდა, რომ გუნდში გიორგი ბერიაშვილი აღარ ითამაშებს. 31 წლის თავდამსხმელს მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა, მხარეებს შორის თანამშრომლობა აღარ გაგრძელდა და “ტორპედო” უკვე დატოვა.
ბერიაშვილი ქუთაისურ კლუბში დასრულებული სეზონის მეორე ნახევარში “სამტრედიიდან” გადავიდა, მაგრამ გუნდის ფორმა სულ ექვსჯერ მოირგო და ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.
პირველი ფეხბურთელი, რომელთანაც სეზონის დასრულების შემდეგ “ტორპედომ” თანამშრომლობა შეწყვიტა, გუნდის ყოფილი ვიცე-კაპიტანი, ცენტრალური მცველი გურამ ადამაძე გახლდათ.