სეზონი დასრულდა და ეროვნული საფეხბურთო ლიგის გუნდებში სატრანსფერო „ფანჯარა“ გაიხსნა.
ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთში საქართველოს ახალი ჩემპიონი, ქუთაისის „ტორპედო“ პირველ ფეხბურთელს შეელია.
საქართველოს ჩემპიონ გუნდში აღარ ითამაშებს გურამ ადამაძე. 29 წლის გამოცდილი მცველი წლეულს ქობულეთის „შუქურადან“ დაიმატეს. ის სეზონის დასაწყისში თამაშობდა, მაგრამ შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა სათადარიგოთა სკამზე დასვა.
სეზონის დასრულების შემდეგ, გურამ ადამაძემ „ტორპედო“ დატოვა. 29 წლის მცველს კლუბთან კონტრაქტის ვადა დაუსრულდა და თანამშრომლომა აღარ გაგრძელდა.