საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე მატჩი მოიგო და პლეი ოფს მიუახლოვდა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე მატჩი მოიგო და პლეი ოფს მიუახლოვდა #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მესამე მატჩი გამართა. მისი მეტოქე კოსოვოს მხარის გუნდი იყო, რომელთანაც ქართველებმა 92:59 გაიმარჯვეს.

ხუთგუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში ორი საუკეთესო გადის. შვედეთს ყველა მატჩი მოგებული აქვს, დღეს მინიმალური სხვაობით აჯობა ავსტრიას. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს მეორე ადგილისთვის უწევს ბრძოლა. უშუალო კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას ხვალ ხვდება.

კოსოვოსთან მატჩის პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა, მეორეში კი ქართველთა უპირატესობა აშკარა იყო და გამარჯვებაც ლოგიკური გახლდათ.

21 ქულით მატჩის ბომბარდირი ვოვა თავაქარაშვილი გახდა, 17 ქულა ჰქონდა ნიკა გაფრინდაშვილის.