საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფის ლიდერი ჩამოაქვეითა
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფის ლიდერი ჩამოაქვეითა

საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა ჯგუფის ლიდერ დანიასთან გამართა და ფრეს დასჯერდა.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ ამ მატჩში საქართველო 31-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა დააწინაურა. შესვენებამდე (43) დანიელმა რობერტ სკოვმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ნახევარშიც იგივე განმეორდა: 63-ე წუთზე, ბექა მიქელთაძის გოლით საქართველო ისევ დაწინაურდა, მაგრამ 75-ე წუთზე სტუმრებმა რასმუს კრისტიანსენმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა.

ჯგუფში მეორე შეხვედრა გაიმართა და აღმოჩნდა, რომ საქართველოსთან ფრემ დანია ჯგუფის ლიდერობიდან ჩამოქვეითა: პოლონეთმა ლიტვას 1:0 მოუგო, დანიას გადაასწრო და პირველ ადგილზე დაწინაურდა.

1 პოლონეთი 6 4 2 0 14:6 14
2 დანია 6 4 1 1 22:7 13
3 საქართველო 7 2 2 3 9:15 8
4 ფინეთი 5 1 3 1 8:11 6
5 ფარერები 6 1 2 3 6:11 5
6 ლიტვა 6 1 0 5 3:12 3

გია ცეცაძის გუნდს ჯგუფში კიდევ სამი მატჩი დარჩა ჩასატარებელი და სამივე გასვლაზე: 7 სექტემბერს ლიტვაში, 12 ოქტომბერს – ფინეთში, ხოლო 16-ში – პოლონეთში და შესარჩევ ციკლს დაასრულებს.