საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - ბრიტანული ავიაკომპანიების საქართველოში შემოსვლას წამყვანი ევროპული მედიასაშუალებები ეხმაურებიან
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - ბრიტანული ავიაკომპანიების საქართველოში შემოსვლას წამყვანი ევროპული მედიასაშუალებები ეხმაურებიან

გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანის – British Airways-ისა და ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ის საქართველოში შემოსვლას ხუთი წამყვანი ევროპული მედიასაშუალება ეხმაურება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, სტატიებში აღნიშნულია, რომ საქართველო 2025 წლის ზაფხულის მოულოდნელი ცხელი წერტილი ხდება

„ორი დღის განმავლობაში საქართველო წამყვანი დასავლური გამოცემების ყურადღების ცენტრშია. გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანის – British Airways-ისა და ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ის საქართველოში შემოსვლას ხუთი წამყვანი ევროპული მედია ეხმაურება.

„ორი უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ი და easyJet-ი მალე თბილისს ლონდონთან დააკავშირებს“, – მსგავსი შინაარსის სტატიებს ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებენ წამყვანი ბრიტანული გამოცემები: The independent-ი, Daily mail-ი, ასევე Buiness Traveler-ი, წამყვანი საავიაციო გამოცემა Travel Radar-ი და Euronews Georgia.

სტატიებში ხაზგასმულია, რომ ახალი პირდაპირი მიმართულებები ლონდონის ჰითროუს და ლუტონის აეროპორტებიდან ფრენის დროს 8 საათიდან 5 საათამდე შეამცირებს.

,,საქართველო 2025 წლის ზაფხულის მოულოდნელი ცხელი წერტილი ხდება, რადგან British Airways-ი და easyJet-ი პირდაპირ რეისებს იწყებენ ლონდონიდან“, –  ნათქვამია სტატიებში“, – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.