„ადვოკატი და მართლმსაჯულება“ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ კონფერენცია გამართა
ქუთაისში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ თემაზე „ადვოკატი და მართლმსაჯულება“ კონფერენცია გამართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს მართლმსაჯულების განხორციელებაში არსებულ ხარვეზებსა და მათი გამოსწორების გზებზე, ასევე ადვოკატთა უფლებების დარღვევაზე.
მსგავსი კონფერენციები საქართველოს ყველა რეგიონში წელიწადში ერთხელ ტარდება, სადაც ცენტრალური და რეგიონალური კომიტეტების თავმჯდომარეები ინფორმაციას ჩატარებული სამუშაოების შესახებ წარადგენენ.
შეხვედრა ადვოკატის უფლებათა დაცვის იმერეთის რეგიონული კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა.