“საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის” ახალ პრეზიდენტად კახა კალაძე აირჩიეს
“საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის” ახალ პრეზიდენტად ეროვნულმა ასამბლეამ თბილისის მერი კახი კალაძე აირჩია. კალაძის თქმით, თვითმმართველობების გაძლიერება და დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ბევრი მუშაობა მოუწევს.
“პირველ რიგში მინდა ყველა დელეგატს, ვინც მხარი დამიჭირა, მადლობა გადავუხადო. ძალიან საპასუხისმგებლოა იყო თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტი. ჩვენ 2014 წლიდან მოყოლებული ძალინ მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ. თუმცა გამოწვევები და პრობლემები არსებობს. ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს. თვითმმართველობის გაძლიერება და დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია. ძლიერი თვითმმართველობები ქვეყნის გაძლიერებისთვის და სრული წინსვლისთვის მნიშვნელოვანია. ბევრი და მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება მოგვიწევს”,- გამაცხადა კალაძემ
“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის” მე-6 ეროვნულ ასამბლეზე, სადაც ასოციაციის პრეზიდენტთან ერთად ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებიც აირჩიეს, მისასალმებელი სიტყვით საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანი და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა გამოვიდნენ. ჰერმანის თქმით, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების ვალდებულება საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმებით აიღეს და ევროკავშირი ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.