საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა სტუმრად, „ტა-ქაალის“ სტადიონზე, მალტელი თანატოლები 5:2 დაამარცხა.
მე-15 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ლუკა ზარანდიას გადაცემა გოლით ირაკლი ბუღრიძემ დაასრულა. მალტამ 27-ე წუთზე ანგარიში კირიანო ნვოკოს ზუსტი დარტყმით გაათანაბრა, თუმცა ხუთ წუთში საქართველო ისევ დაწინაურდა: „მალტაფუტბოლის“ ცნობით, ჩვენი გუნდის კაპიტანმა ლუკა ზარანდიამ ეფექტურად გაიტანა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
ვატო არველაძემ მე-50 წუთზე საქართველოს უპირატესობა გაზარდა – 3:1, შემდეგ კი, ლამაზი დარტყმით, დუბლი შეასრულა და მალტელთა კარი მეოთხედ აიღო 1:4.
მალტამ სხვაობა 66-ე წუთზე ჯეკ გრეჩის პენალტით შეამცირა, მაგრამ 90-ე წუთზე პენალტი უკვე მასპინძელთა კარში დაინიშნა და დუბლი ზარანდიამაც შეასრულა. საბოლოოდ, გია ცეცაძის გაწვრთნილებმა 5:2 მოიგეს.
მალტა – საქართველო 2:5
გოლები: 0:1 ბუღრიძე (15), ნვოკო 1:1 (27), ზარანდია 1:2 (32), 1:3 არველაძე (50), 1:4 არველაძე (53), 2:4 გრეჩი (67. პენალტი), 2:5 ზარანდია (90. პენალტი)
გუგეშაშვილი – ნოზაძე (70. ქანთარია). მარგველაშვილი, ლოჩოშვილი – ჩაჩუა (77. შულაია), ხარაიშვილი, ნინუა (85. მაჭარაშვილი), გიორბელიძე – ზარანდია, არველაძე (70. ბერიძე), ბუღრიძე (55. კოხრეიძე)
მთავარი მსაჯი: ჯორჯ კომინსი (საბერძნეთი)