საქართველოს 20-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი გამართა. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ვასილ მაისურაძის გუნდმა ამხანაგურ მატჩში ალბანეთს უმასპინძლა.
პირველი ორი გოლი თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელებმა გაიტანეს: მე-10 წუთზე ანგარიში ნუგზარ სპანდერაშვილმა გახსნა. 69-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ სხვაობა ორ გოლამდე გაზარდა. 73-ე წუთზე კი ალბანელთა მცველმა ნურიმ ჩვენი თავდამსხმელების საქმე თავად გააკეთა, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.