საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა თბილისში გასამართი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდისთვის მზადება დაიწყო, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ლავრენტი დავითაშვილის გუნდი სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ 18 ფეხბურთელით ემზადება მოახლოებული მატჩებისთვის. შეხვედრები 3-9 აპრილს თბილისში ჩატარდება.
ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას, ესტონეთსა და ყაზახეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების სამივე შეხვედრა მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: მარიამ ჭრიკიშვილი (ნიკე-ლუსო), სალომე ხაჭაპურიძე (ნორჩი დინამო)
დაცვა: ლიზი გოგალაძე, ლიზი კანკია (ორივე – კვარტალი), თამუნა ლონდარიძე (ნორჩი დინამო), ნატა კვირკვაია (კოლხეთი ხობი), ნათია ცეცხლაძე (ბათუმი), რუსუდან მანაგაძე (გორი იუნაიტედი), მედეა ძამანაშვილი (რუსთავი)
ნახევარდაცვა/შეტევა: მარიამ მამფორია, ნინი ბერიძე, ლიზი დარჩიაშვილი (სამივე – კვარტალი), ელენე ჩიქოვანი, ნათია ჯოჯუა (ორივე – ნიკე-ლუსო), ანა საღირაშვილი, მარიამ ოლქიაშვილი (ორივე – ნორჩი დინამო), მარიამ კაკულია (დინამო გაგრა), ლიზი ცაავა (მართვე)
მატჩების განრიგი:
3 აპრილი | ჩრდ. ირლანდია – საქართველო | 16:00
6 აპრილი | ესტონეთი – საქართველო | 16:00
9 აპრილი | საქართველო – ყაზახეთი | 16:00