გოგონათა ასაკობრივი ნაკრებების წილისყრა უეფა-ში – 19-წლამდელთა შეხვედრებს საქართველო უმასპინძლებს #1TVSPORT

15:51, 10.12.2023

უეფა-ს ოფისში, ნიონში გოგონთა ასაკობრივი გუნდების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდის წილისყრა გაიმართა და ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვა.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის B ლიგაში ასპარეზობს, მესამე ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები რუმინეთი, ფარერის კუნძულები და ლატვია არიან. მატჩები 17-23 მარტს ფარერის კუნძულებზე გაიმართება.

19-წლამდე გოგონათა ნაკრების მეტოქეები B ლიგის მეხუთე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიის, ესტონეთისა და ყაზახეთის ასაკობრივი ნაკრებები იქნებიან. შეხვედრები 3-9 აპრილს საქართველოში ჩატარდება.

ორივე ასაკობრივი ჯგუფის A ლიგაში B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსნები გადავლენ.

მსგავსი