მარცხი ჩრდილოეთ მაკედონიასთან - 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი დაიწყო #1TVSPORT
მარცხი ჩრდილოეთ მაკედონიასთან - 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დაიწყო. გუნდმა ბ ლიგის მეორე რაუნდის პირველი მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართა და 0:4 დამარცხდა.

ლავრენტი დავითაშვილის გუნდი მეტოქეს სკოპიეში დაუპირისპირდა. ჯგუფის მასპინძელმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და ანგარიში 22-ე წუთზე ბილიანა პანესკას გოლით გახსნა. 45+2-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა ლორა სულეიმანმა გაზარდა.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ორი გოლი მატჩის მიწურულს გაიტანა. 82-ე წუთზე თავი სიმონა რებეკა მეიერმა გამოიჩინა, ხოლო 90+5-ე წუთზე საბოლოო ანგარიში მიჰაელა ნასტოვსკამ დააფიქსირა – 4:0.

მეორე შეხვედრას ჩვენი გუნდი 7 აპრილს ისრაელის ნაკრებთან გამართავს, ხოლო 10 აპრილს გიბრალტარის 19-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდება. ა ლიგაში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადაინაცვლებს.