უეფა-ში ევროშესარჩევის წილისყრა გაიმართა - 17 და 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
უეფა-ში ევროშესარჩევის წილისყრა გაიმართა - 17 და 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

2023/24 წლების სეზონის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდში საქართველოს 17 და 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებების მეტოქეები ცნობილია – წილისყრა უეფა-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები B ლიგის პირველ ჯგუფში იასპარეზებს. ქართველ გოგონებთან ერთად A ლიგაში გადასასვლელად კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სომხეთის 17-წლამდელთა ნაკრებები იბრძოლებენ. A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.

B ლიგაში ითამაშებს საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებიც, რომელიც მეხუთე ჯგუფში მოხვდა და ბულგარეთს, ხორვატიასა და ლატვიას დაუპირისპირდება. ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მომავალ სეზონში A ლიგაში ითამაშებს.

საკვავლიფიკაციო ეტაპის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. ჯგუფების მასპინძლები და მატჩების ჩატარების თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი.