საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარს დიდი ანგარიშით მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდში ბოლო შეხვედრა გიბრალტართან გამართა და გამოსვლა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა.


გიბრალტარი-საქართველო 0:5


გოლები: 0:1 ამბალია (17), 0:2 სულაშვილი (26), 0:3 სულაშვილი (54. ამბალიას პასით), 0:4 კანკია (75), 0:5 სულაშვილი (80. პავლიაშვილის პასით)

 

ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა გიბრალტარის ასაკობრივ ნაკრებს ხუთი გოლი გაუტანა. ეთერ სულაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, მეტოქის კარში გოლები ასევე თინათინ ამბალიამ და ლიზი კანკიამ გაიტანეს.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულა.

შეხვედრას ესწრებოდა ქალთა ეროვნულ ნაკრებში დანიშნული ახალი მთავარი მწვრთნელი ირის ანტმანი, რომელიც 19-წლამდელთა ნაკრებში საინტერესო მოთამაშეებს აკვირდებოდა.