საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანი მეორედაც დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანი მეორედაც დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანის ასაკობრივ გუნდთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ამჯერადაც მოიგო – 2:1.

პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა 2:0 გაიმარჯვა. მეორე თამაშის მე-4 წუთზე ანგარიში აზერბაიჯანელმა მოთამაშემ, შექერ პირიევამ გახსნა. 21-ე წუთზე წონასწორობა ნათია ჯოჯუამ აღადგინა, ხოლო 37-ე წუთზე ლიზი გოგალაძემ სტუმრებს მეორეც გაუტანა.

მეორე ტაიმის ბოლოს, 79-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა ლიზი გოგალაძეს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა, მაგრამ საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უპირატესობა შეინარჩუნა.

აზერბაიჯანთან მატჩები საქართველოს 19-წლამდე ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. ოქტომბრის ბოლოს ჩვენი გუნდი ბულგარეთს, ხორვატიას და ლატვიას დაუპირისპირდება.