საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ბელარუსთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ბელარუსთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ასპარეზობა დაასრულა. მეორე შეხვედრა ჩვენმა გუნდმა ბელარუსთან გამართა და 0:4 დამარცხდა.

ბელარუსებმა ანგარიში 21-ე წუთზე ანასტასია პობეგაილოს გოლით გახსნეს, ხოლო ტაიმის ბოლოს სტუმართა უპირატესობა ევგენია იაკუსიკმა გაზარდა. დარჩენილი ორი გოლი ბელარუსებმა მეორე ტაიმში გაიტანეს. ანა ბისიკმა 65-ე წუთზე მესამედ აიღო ჩვენი გუნდის კარი, ხოლო ოთხ წუთში საბოლოო ანგარიში ანასტასია კუნცევიჩმა დააფიქსირა.


საქართველო U19 – ბელარუსი U19 0:4


გოლები: 0:1 პობეგაილო (21), 0:2 იაკუსიკი (45), 0:3 ბისიკი (65), 0:4 კუნცევიჩი (69),

საქართველო U19: ცუხურკაიძე, ბაქრაძე (90+1. ხიზანიშვილი), ჯგუშია, კვირკვაია, დიასამიძე (46. კევლიშვილი), ქობალავა (89. მანაგაძე), კახნიაშვილი, ამბალია, ცისკარიშვილი (71. ჯგუშია), სულაშვილი (89. მამნიაშვილი), ბუხრიკიძე

შეგახსენებთ, რომ B ლიგის მეექვსე ჯგუფის შეხვედრებს რუსთავმა უმასპინძლა. პირველ შეხვედრაში ლალე დავითაშვილის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა. A ლიგის საგზური ჩვენი ჯგუფიდან ბელარუსის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც საქართველოსთან მატჩამდე ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:1 ითამაშა და პირველ ადგილზე ბურთების უკეთესი სხვაობით გავიდა.